18 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ბათუმის მოვლენებზე დაკავებულთა ოჯახის  წევრები აქციას აწყობენ. ისინი ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ვანდალიზმში არ მიუღიათ მონაწილეობა და ამის ამსახველი კადრებიც არ არსებობს. თუმცა ადასტურებენ, რომ ისინი აქციაზე იმყოფებოდნენ. ბრალდებულების ოჯახის წევრები ასევე არ თანხმდებიან პროკურატურის შეთავაზებას 2 წლიან პატიმრობაზე და 3 წლიან პირობით სასჯელზე. ისინი პატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის მოვლენებზე პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში 3 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე ირაკლი შავაძე 8 პირის საქმეს განიხილავს.

დღის ამბები