18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა - ალექსანდრე ჯეჯელავა საკონსტიტუციო მონარქიაზე საუბრობს

საქართველოს ვიცე პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა, კათოლიკოს პატრიარქის იდეას, ქვეყანაში საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების თაობაზე, საყურადღებოს უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ მსგავსი მნიშვნელობის საკითხი საქართველოს საზოგადოებას უნდა გადაწყვიტოს.

„ეს ისეთი საკითხია, მოგეხსენებათ, რომელსაც სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და მეორე რიგში უნდა ვთქვათ, რომ მთელმა ქართველმა ერმა უნდა მიიღოს ასეთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა და ჩვენი პოზიცია, როგორც მთავრობის, იქნება სწორედ გამომდინარე ქართველი ხალხის ნებიდან,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" დეპუტატი, ეკა ბესელია საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები