18 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ყველა მმართველობით სისტემას აქვს თავისი უპირატესობები - ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ფიქრობს, რომ კონსტიტუციურ მონარქიას თავისი პლიუსები აქვს და მმართველობის ამ ტიპის შემოღებას შესაძლოა გარკვეული უპირატესობები ჰქონდეს.

„ყველა მმართველობით სისტემას აქვს თავისი უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები, პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი აზრით, საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საკითხზე უნდა იფიქროს. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის მმართველობითი სისტემა შემოვიდეს.

„თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისათვის, რომ მმართველობის ასეთი სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ გამოკითხული საზოგადოების აზრი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ ქადაგებისას ბრძანა. ამ საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები