18 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
პარლამენტის წევრი, გელა მიქაძე საქალაქო სასამართლოში მისი ბრალეულობის დადგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში აღარ გამოჩენილა

დეპუტატ გელა მიქაძის სამუშაო კაბინეტი საქართველოს პარლამენტში დღეს დაკეტილი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში არაბი ინვესტორების 27 მილიონად შეფასებული ქონების პარლამენტის წევრის მიერ არაკეთილსინდისიერი გზით მიითვისების დადგენის შემდეგ დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა.

„კურიერთან“ სატელეფონო საუბარში გელა მიქაძე ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული.

საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, კომპანია „რაკია“ ახლა 27 საქმეზე აწარმოებს სასამართლო დავას, საუბარია მილიონობით ლარის ქონების დაუფლებაზე. იმ შემთხევაში თუ ჯერ პროკურატურა და შემდეგ სასამართლო მის ბრალეულობას დაადგენს, პარლამენტი ვალდებული იქნება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს დეპუტატის სტატუსი ჩამოართვას.

„პატრიოტთა ალიანისის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ფრაქციის წევრი უდანაშაულოა და ამას სასამართლოს გზით დაამტკიცებს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრს კომპანია "რაკია ჯორჯია" რამდენიმე საქმეზე ედავება. ბოლო სამოქალაქო დავაზე საქალაქო სასამართლომ განაჩენი გელა მიქაძისთვის წინააღმდეგ გამოიტანა და მისი კომპანიის კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთები "რაკია ჯორჯიას" დაუბრუნა. რამდენიმე კვირის წინ კი არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ქართველ დეპუტატს დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ყოფილი პარტნიორებისთვის 12 მილიონი 700 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები