იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრისთვის დღეს ბოლო სხდომა იყო. წასვლის წინ, დღეს, საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედმა შემადგენლობამ, ისევ ფორსირებულ რეჟიმში, სასამართლოების თავმჯდომარეების შემდეგ, უკვე კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეები დანიშნა. არასამთავრობო სექტორში თვლიან, რომ დაჩქარებული წესით ძველი კადრების გამწესების მიზანი ერთია - სასამართლო ისევ მმართველი პარტიის გავლენების ქვეშ დატოვონ.
საბჭოს ოთხწლიანმა მმართველობამ სასამართლო სისტემა, რეალურად დაანგრია და ხელისუფლებაზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მაკონტროლებელი უწყების მუშაობას.
უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა. 4 არამოსამართლე წევრის - ევა გოცირიძის, ვახტანგ თორდიას, კახა სოფრომაძისა და გოჩა მამულაშვილის შემცვლელებს პარლამენტი 2 დღეში აირჩევს. 4 მოსამართლე წევრის - ლევან მურუსიძის, შოთა გეწაძის, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ადგილმონაცვლეებს კი - მოსამართლეთა კონფერენციაზე კვირის ბოლოს დაამტკიცებენ.
ავტორი: თამთა ჯიქია.