18 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
5%-იანი ბარიერის დაწევა გამოიწვევს პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საზოგადოების შენიშვნების მოსასმენად მმართველი გუნდი მზად არის. მისი თქმით, მთავარი საყრდენი ამ პროცესში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება და უმრავლესობა გარკვეული ცვლილებებისთვის მზად არის.

„ის, რომ მაგალითად 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ამის მისაღებად მზად არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში ალბათ პოლიტიკურ დაქსაქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი და პრინციპში, რატომაც არა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უმრავლესობა, სავარაუდოდ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლას 2024 წლამდე გადაწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები