18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა - კანონი ჯანდაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს

შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა უნდა უზრუნველყოს კანონმა, რომელიც დღეს ჯანდაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორების ჯგუფს საწარმოს გაუფრთხილებლად შემოწმების უფლება მიენიჭება. ცვლილების განხორციელების შემდეგ, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, საკუთარ საწარმოში შრომის უსაფრთხოების პირობები დაიცვას და ამ გზით მოხდეს გახშირებული უბედური შემთხვევებს თავიდან აცილება.

„ვფიქრობ, ეს რეგულაციები მისცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული შრომითი უსაფრთხოება,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული, კანონის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც განსაზღვრავს პრევენციულ ღონისძიებებს შრომის უსაფრთხოებასთან მიმართებაში,“ - ამბობს ნინო ბერძული.

ჯანდაცვის კომიტეტში დღესვე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის და პრევენციული ჯარიმების შესახებაც იმსჯელეს.

დღის ამბები