პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის განცხადებას რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, იწუნებს. ის ფიქრობს, რომ სხდომის დანიშვნაზე პარლამენტისთვის უარის თქმა სხვა აზრი არ ჰქონდა, თუ არა პიარი.
„რა აზრი ჰქონდა, თუ არა რაღაცა პოლიტიკური პიარი. გაუგებარია, რატომ ერევა პრეზიდენტი ამ ფორმით და ხელს უშლის პარლამენტს, რომ დაასრულოს ის საქმე, რომელიც ჩვენ გვევალება. კონსტიტუციით მე მესმის სხვანაირად პრეზიდენტის როლი, რომ ის უნდა იყოს პირიქით, დამცველი ინსტიტუტების და არა ამრევი,“ - განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.
ამ საკითხზე დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. უმრავლესობის წევრების თქმით, ხვალ რიგგარეშე სხდომა 12 საათზე მაინც გაიმართება.