ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატებმა სასამართლოს მისი 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს.
ადვოკატებმა განმარტეს, რომ ჩხვირკია გამოძიებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს, რადგან პროკურატურის მიერ დაკითხული 300 მოწმიდან ჩხვირკიას არც ერთი არ იცნობს.
სასამართლოს სიტყვით მიმართა დაკავებულმაც, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, რომ ყოფილი სამართალდამცველია და იცის, რა ქმედება ითვლება დანაშაულად.