ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილ ბალეტ „ლაურენსიას“ თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ისევ შეასრულებენ. „ლაურენსია“ ხვალ თბილისის საბალეტო ფესტივალს გახსნის.
ბალეტის მოყვარულებს ამ წარმოდგენის ნახვა დარჩენილ სეზონზე მხოლოდ 3-ჯერ შეეძლებათ.
თბილისის საბალეტო ფესტივალი ხვალ საღამოს შვიდ საათზე გაიხსნება და 2 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა კონცერტით დაიხურება.