ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზად ფხენიანი ბოტულიზმს ასახელებდა, ამერიკელი მედიკოსების მტკიცებით კი სტუდენტს თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული.
ამერიკელი სტუდენტი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში წელიწადნახევარი გაატარა, სამშობლოში დაბრუნებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
22 წლის ოტო ვორმბიერი ბოლო ერთი წელი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ის ფხენიანში 2015 წელს დააკავეს. სასტუმროდან ქვეყნის სიმბოლოს მოპარვის მცდელობისთვის მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სტუდენტის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარების პირობა დადო.