18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების იდეა - ირაკლი ბაგრატიონის ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერს" 

საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თემაზე პატრიარქის იდეას დღეს ბაგრატიონების ოჯახის წევრები პირველად ეხმაურებიან. ირაკლი ბაგრატიონი ექსკლუზიურად "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღიად აფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას ტახტის აღდგენის პერსპექტივისადმი და პასუხობს კითხვას - დათანხმდებოდა თუ არა მეფობას.

ბაგრატიონების შთამომავალმა პატრიარქის ინიციატივის შესახებ დღეს საზოგადოების აზრის გარკვევაც სცადა და ჩვენს კამერასთან ერთად ქუჩაში გავიდა.

სოლომონ მეფის პირდაპირი შთამომავალი საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის ოფიციალურად შემოღებამდე ფართო საჯარო დისკუსიას ითხოვს.

ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც შესაძლოა, სამეფო ტახტზე ერთ-ერთი პრეტენდენტი იყოს, ფიქრობს, რომ 2-საუკონოვანი წყვეტის მიუხედავად, სამეფო ოჯახისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ხალხზეა.

ირაკლი ბაგრატიონი სამეფო ოჯახის ერთადერთი შთამომავალია, რომელიც პატრიარქის ინიციატივის შემდეგ "კურიერს" ექსკლუზიურ ინტერვიუზე დათანხმდა.

დათანხმდება თუ არა შეთავაზების შემთხვევაში თავად, იყოს სამეფო ოჯახის მეთაური, ირაკლი ბაგრატიონს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.

მან ბავშვობა თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში გაატარა და სკოლაც იქ დაამთავრა. პროფესიით ინჟინერია და უკვე 4 წელია, ტექნიკურ უნივერისტეტში სასწავლო ცენტრ "ტრანს მენეჯმენტს" ხელმძღვანელობს.

ღვანკითელი ბაგრატიონების სოლომონ მეფის პირდაპირ შთამომავალს პატრიარქის ინიციატივის შემდეგ კომუნიკაცია ბაგრატიონების სხვა შტოების წარმომადგენლებთან არ ჰქონია. თუმცა დარწმუნებულია, რომ მეფეს და მონარქიას 21-ე საუკუნის საქართველოშიც აქვს მომავალი.

დღის ამბები