რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარის შემდეგ, 48-საათიანი ლოდინის ვალდებულების მიუხედავად, პარლამენტი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გარეშე იღებს და სხდომას ხვალ, 13 საათზე ჩაატარებს. დეპუტატები კონსტიტუციის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ოპოზიცია მმართველ გუნდს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან მორიგი უარი ყოველგვარ ზღვარს სცდება და გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, კონსტიტუციის ახალ პროექტს ჩრდილი მიაყენოს.
ხელისუფლებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. ამის გამო ოპოზიცია მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარი კანონის ფორსირებულ რეჟიმში მიღებასა და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების მცდელობაში ადანაშაულებს.