18 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - სახალხო დამცველის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად პლენუმს გადაეცა

მოსამართლე მერაბ ტურავა ყურადღების ცენტრში ამჯერად მოსმენების კანონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო მოექცა. სახალხო დამცველი და საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო უჩივის.

2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კანონის ზოგიერთი ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო, თუმცა პარლამეტმა ისე, რომ კანონის არსი არ შეუცვლია ფასადური ცვლილებების შემდეგ, ფაქტობრივად, მოსმენების გასაღები უსაფრთხოების სამსახურის ხელში დატოვა.

ორმა მოსამართლემ, მერაბ ტურავამ და ლალი ფაფიაშვილმა, სარჩელი განსახილველად პლენუმს გადაუგზავნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა თვეობით გაგრძელდება. ის მოსამართლეები, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ, საკუთარ პოზიციებს ღიად არ აფიქსირებენ.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, სარჩელების პლენუმისთვის გადაცემა ხელისუფლების პოზიციებს ამყარებს და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლების ნების აღსრულებით საკუთარ პრაქტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.

პირველი კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემა კითხვის ნიშნებს აჩენს მოსარჩელეებშიც. მოსარჩელეები სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტოს არსებობას აპროტესტებენ, რომელსაც უფლება აქვს, რეალურ დროში უსმინოს ადამიანების სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაციას.

მოსარჩელე მოქალაქეების პოზიცია მიუღებელია კანონმდებლებისთვის. მოსმენების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობას ხვალ გააგრძელებს.

დღის ამბები