მიუხედავად სამოქალაქო სექტორის მხრიდან დასმული მრავალი შეკითხვისა, „რადიო თავისუფლების" ცნობილი პროექტები, გოგი გვახარიასა და სალომე ასათიანის გადაცემები, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხურება.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, სხვა მედიასაშუალებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს. ის თვლის, რომ მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და სამომავლო გეგმები არხის საქმეა და განმარტებების გაკეთების ვალდებულება არა აქვს.
გადაცემების დახურვას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ 2 წევრი - სულხან სალაძე და ქეთევან მსხილაძე, ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, არხის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებით შეცდომას უშვებს.
მიუხედავად ამისა, ბორდის დანარჩენი წევრები ვასილ მაღლაფერიძეს ეთანხმებიან.
ჯერჯერობით უცნობია, რით ჩაანაცვლებს ამ გადაცემებს მენეჯმენტი ახალი სეზონიდან.