19 ივნისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების უკვე ყოფილმა წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა, სატელევიზიო მოღვაწეობის 25-წლიანი ისტორია „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვებით დაასრულა.
თვითნასწავლი ჟურნალისტის ტელედებიუტი 1992 წლის ივნისში „მეორე არხის“ ეთერში შედგა. მომდევნო წლებში ზაალ უდუმაშვილს ახალი ამბები „იბერიისა“ და „პირველი არხის“ ეთერში მიჰყავდა.
2003 წლიდან მან „რუსთავი2“-ის სტუდიაში გადაინაცვლა და 14 წლის განმავლობაში 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანი იყო.
სატელევიზიო კარიერის დასრულებიდან მეორე დღეს ზაალ უდუმაშვილმა საკუთრი ფეისბუქის გვერდიდან ინტერნეტაუდიტორიას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, მიმართა.