18 წლის ძიუდოისტს, მზია ბებოშვილს, იმ სახლის დატოვება უწევს, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა. ნახევრად დანგრეულ შენობას 15 წლის შემდეგ მეპატრონე გამოუჩნდა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი გოგონას ბოლო გამარჯვება, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იყო, ჩემპიონის მედალი მას თბილისის მერმა პირადად გადასცა.
სად გააგრძელებს ცხოვრებას 18 წლის ჩემპიონი, არავინ იცის. გამგეობისგან, მრავალი უშედეგო მიმართვის შემდეგ, მხოლოდ ერთი დაპირება მიიღეს, დროებით რამდენიმე თვის განმავლობაში ქირით გაიყვანდნენ, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი ოჯახს ისევ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
ქეთევან წამებულის 71 ნომერში მზია ბებოშვილის მსგავსად, კიდევ 12 ოჯახი ცხოვრობს, სოციალურად დაუცველმა და უსახლკარო ადამიანებმა ძველი, მიტოვებული შენობა 17 წლის წინ უკანონოდ დაიკავეს.