18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შემდეგი არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად გახანგრძლივდეს

„300 დელეგატი აირჩევს პრეზიდენტს და სამასივე არჩეულია პროპორციული სისტემით,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, შემდეგ არჩევნებზე არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად გახანგრძლივდეს, რათა შემდეგი პრეზიდენტი უკვე პროპორციული წესით არჩეულმა პარლამენტმა აირჩიოს.

„ისიც არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც ერთი წლით ერთჯერადად გახანგრძლივდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი ქვეყანაში ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კომფორტული ზონიდან გამოვიდა, რადგან შეეძლო საკონსტიტუციო ცვლილებები საერთოდ არ განეხორციელებინა.

„ჩვენ შეგვეძლო, საერთოდ არ აგვეტკივებინა თავი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის აღნიშნავს, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები დღევანდელი, შერეული სისტემით ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები