„ეს ჩანაწერი არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში კონსტიტუციაში ოჯახის თაობაზე დეფინიციის შესახებ საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ჰომოფობიური განწყობები და აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ განწყობების გასაღმავებლად გარკვეული ჯგუფები მუშაობენ.
„არიან კონკრეტული ძალები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული კავშირები სხვადასხვა სახელმწიფოსთან და ხელოვნურად ხდება ამ ინსტრუმენტის გამოყენება, რომ გაღვივდეს საქართველოში ჰომოფობიური განწყობები და ანტიდასავლური განწყობები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის დაზუსტება აუცილებლია.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მათ შორის, რა თქმა უნდა, უმცირესობების უფლებები იყოს დაცული და არ გაღვივდეს საქართველოში, არავითარ შემთხვევაში, ჰომოფობიური განწყობები. ამ დეფინიციის დაზუსტება შესაბამის ძალებს გამოცლის ამის საფუძელს და ყოველგვარ საბაბს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.