„საქართველოს ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას,“ - ეს განცხადება გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
ის აცხადებს, რომ საზოგადოებას მმართველი გუნდი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებასა და საერთაშორისო წარმომადგენლებს ატყუებს და დროს ართმევს.
სალომე სამადაშვილის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები სხვა მნიშნელოვანი თემების გადასაფარად იყოს წინ წამოწეული.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სჩვევია თვითტკბობა. მას რატომღაც მიაჩნია, რომ, რადგან მას აქვს ხარისხი საკონსტიტუციო სამართალში, ამიტომ მისი აკადემიური პროექტი, როგორც ვხვდები, მან სადიპლომო დაწერა საქართველოს კონსტიტუციის თემაზე, უნდა, რომ გადააქციოს ჩვენს რეალობად. ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, ის არ არის კარგი კონსტიტუციონალისტი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტის გაუმჯობესება შეიძლებოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ის საკუთარ თავზე მოირგო.