ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე დიდი აფეთქება აღკვეთეს. ბელგიის პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
ამის თაობაზე BBC წერს.
ცნობილი ხდება, რომ კამიკაძეს ასაფეთქებელი ქამარი ჰქონდა დამაგრებული და მანამ, სანამ მას პოლიცია ესროდა, მან მცირე ფეთქებადი ნივთის ამოქმედება შეძლო.
ადამიანი, რომელსაც ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა, განეიტრალებულია.
თვითმხილველის განცხადებით, მან თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგო და შემდეგ სუნიც იგრძნო. მისი თქმით, ხალხის ევაკუაცია მომენტალურად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მარტში, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად 32 ადამინი დაიღუპა.
"კურიერის" ჟურნალისტი, თამარ ნუცუბიძე, ამ წუთებში, ბრიუსელის ქუჩებში სიტუაციას ეცნობა. შემთხვევის ეპიცენტრის პირდაპირ ეთერში ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.