18 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება 

ე.წ.  ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები,  დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებიან.

მამა გიორგის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს, თუმცა მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა გუშინ მიიღეს.

პატრიარქის და მამალაძის ოჯახის წევრთა შეხვედრას ვერ დაესწრებიან დეკანოზის ადვოკატები.

ოჯახის წევრების თქმით, ისინი ილია მეორეს საქმის შესახებ ინფორმაციას, სრულად მიაწვდიან.

მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ძმა ამბობს, რომ შეხვედრაზე ყურადღება მამა გიორგის მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ წერილზეც გამახვილდება, სადაც დეკანოზი შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის  საქმით დაინტერესებაზე საუბრობს.

„მამა გიორგის არასაფუძვლიანად ადანაშაულებენ გინდ საპატრიარქოს წარმომადგენლები ედიშერ ქარჩავას სახით, გინდ პროკურატურა როგორ არასამართლიანად ეპყრობა მამა გიორგის.  რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს და მეუფე იაკობის როლს ამ საქმესთან დაკავშირებით, შევეცდებით მაქსიმალურად მივაწოდოთ რა ინფორმაციასაც ვფლობთ,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დღის ამბები