პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების სამი მოქალაქისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთ მოქალაქეს 2011 წელს ჩამორთმეული ანტიკვარული წიგნი დაუბრუნდა, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. მეორე მოქალაქის შემთხვევაში კი პროკურატურამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც მოქალაქეს მიწის ნაკვეთი, ბენზინ გასამართი სადგურით ჩამოართვეს. კიდევ ერთ მოქალაქეს ჩამორთმეულ ”პარაბელუმის” ტიპის იარაღს დაუბრუნებენ.