ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლო სატელეფონო ანძებიდან ამოღებულ ჩანაწერებს იკვლევს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით ამონაწერებით მტკიცდება, რომ ბრალდებული დავით დევნოზაშვილი იმყოფებოდა გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სწორედ იმ დროს, როდესაც დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდებოდა. დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ მტკიცებულებები დევნოზაშვილის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.