18 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მსვლელობა მოაწყვეს

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მსვლელობა მოაწყვეს. მათ სასამართლოდან ბათუმის პლაზასკენ გადაინაცვლეს, სადაც 3 თვის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. დაკავებულების ოჯახის წევრები ბრალდებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. რაც შეეხება პროცესს, დღეს სასამართლომ ბრალდების 6 მოწმეს მოუსმინა. მომდევნო სხდომა 30 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები