18 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
მწვავე დაპირისპირება გამრეკელის ქუჩაზე და 24 საათიანი პატრულირება ტერიტორიაზე 

გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ გვიან ღამით საპატრულო პოლიციასა და მრევლს შორის, ამ დროისთვის სიმშვიდეა. ტერიტორიაზე სამართალდამცავები 24 საათიან პატრულირებას აწარმოებენ.

ხმაური და დაპირისპიბა გამრეკელის ქუჩაზე, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის ნაქირავები ბინიდან გამოსახლებას მოჰყვა. ბერი ნიკოლოზის ადვოკატის თქმით, შემოდგომაზე გამრეკელის ქუჩაზე მდებარე სახლის მესამე სართული მრევლმა მას საკუთარი სახსრებით გაურემონტა, სანაცვლოდ კი ბერს გარკვეული პერიოდი ქირა არ უნდა გადაეხადა.

გამრეკელის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი, ბერი ნიკოლოზის მეზობლად ცხოვრებას აპროტესტებს. მათ წუხელ ხმაურიანი აქცია გამართეს.

ბინის მეპატრონე ძმები გოგლა და კახა ხელაძეები დღეს ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. 

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ბერი ნიკოლოზს უკვე წლებია მღვდელთმსახურება შეჩერებული აქვს.

ბერი ნიკოლოზის მრევლი ყვება, რომ მათი დაპირისპირება ძალოვანებთან და მეპატრონესთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონის გადაწყვეტილებით, ბერი ნიკოლოზი სახლში აღარ შეუშვეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები