18 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
12-12 წლიანი პატიმრობა ფირცხალავას და ცააძეს - განაჩენი, რომელსაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა 

ფირცხალავასა და ცააძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართ 12-12 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოში არ გაასაჩივრებს. ადვოკატს უმაღლესი ინსტანციის ობიექტურობის იმედი არ აქვს და საქმეს ევროპულ სასამართლოში გააგზავნის.

დაცვისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთავარმა საგამოძიებო ორგანომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. ამის მიზეზი კი პროკურორის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების რამდენიმე ბრალდებაში გამართლებაა.

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძეს 2015 წლის თებერვალში დააკავეს. მათ პოლიციის კიდევ 2 მაღალჩინოსანთან ერთად 2006 წელს თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ოთხი ადამიანის - მათ შორის ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

დღის ამბები