18 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სოფელ ხუცუბნის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება

ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბნის 4 ათას მოსახლეს წელიწადზე მეტია დაბინძურებული წყალი მიეწოდება. სასმელად უვარგისი წყალიც ბოლო ორი კვირაა მოსახლეობის ნაწილს საერთოდ აღარ აქვს. ყველაზე ახლომდებარე წყარო კი, სოფლიდან 700 მეტრის მოშორებითაა.

წყლის პრობლემა განსაკუთრებით ძლიერი წვიმების შემდეგ გამწვავდა. როგორც მაღალსართულიან, ასევე კერძო სახლებში, ტალახიანი წყალი მოდის. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაცია 1 წლის წინ დასრულდა, მაგრამ ვითარება გაუმჯობესების ნაცვლად, საგრძნობლად გაუარესდა.

მოსახლეობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ქობულეთის გამგებლის მოადგილე. ნუგზარ რომანაძის მტკიცებით, ხუცუბანში წყლის ხარისხი რამდენჯერმე შემოწმდა, თუმცა დაბინძურება არ გამოვლენილა.

წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014 წელს 2 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად რაიონის 5 სოფელს წყლის პრობლემა უნდა მოგვარებოდა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები