18 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
სტამბოლის პოლიცია ქართველი მამაკაცის გარდაცვალების საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს

სტამბოლის პოლიცია ქართველი მამაკაცის გარდაცვალების გარემოებას სწავლობს. 37 წლის მამაკაცი შიშლის რაიონში გვირაბის შესასვლელთან იპოვეს. სავარაუდოდ, ის 10 მეტრის სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დილის 6-ის ნახევარზე მოხდა. გარდაცვლილი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა იპოვა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მიუთითებენ საეჭვო გარემოებაზე, რადგან გარდაცვლილი ნახევრად შიშველი იყო, მისი ტანსაცმელი კი, რამდენიმე მეტრის დაშორებით, გვირაბში იპოვეს.

დღის ამბები