გლდანის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 5 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი იყო მობილიზებული და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და მეხანძღეებმა მისი ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. ხანძარი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ასევე უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.