18 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
საარჩევნო კამპანია ივანიშვილის გარეშე - ექსპერტები "ოცნებაში" პოლიტიკოსების ნაკლებობაზე საუბრობენ

როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია თვითმმართველობის არჩევნების წინ, უცნობია. ამ დრომდე, მმართველი პარტიის ყველა საარჩევნო კამპანიის აქტიური წევრი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი იყო. ამჯერად ოლიგარქი საჯარო განცხადებებს არ აკეთებს და არც ტელეკამერების წინ ჩნდება.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გადაწყვეტილებების მისაღებად საჯაროდ გამოჩენა არ სჭირდება. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ამჟამად პოლიტიკოსების ნაკლებობას განიცდის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური მხარდაჭერის რესურსი წინა არჩევნებზე ამოწურა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ერთ ადამიანზე დაფუძნებული ძალაა, რომელსაც პოლიტიკური ფიგურები არ ჰყავს. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მაგივრად, გადაწყვეტილებებს კულისებიდან იღებს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პროგნოზის გაკეთება ექსპერტებს უჭირთ.

დღის ამბები