18 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
შეგიძლიათ მშვიდად, მიიღოთ ცვლილებები, რომლებსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია - "ევროპული საქართველოს" ბოიკოტი

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ“ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. ამის თაობაზე განცხადება პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ პირველ სხდომაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი ვალი მოიხადა, თუმცა, მათივე განცხადებით, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„დებატის ბოლოს ძალიან მკაფიოდ ჩანს, უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი ნებას, ამიტომ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ქართველ ხალხთან ერთად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, ჩვენი შეკითხვები, ამის იქით ჩვენ გვრჩება მხოლოდ მეორე მეთოდი საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის და ეს არის უკვე შემდგომ განხილვაში მონაწილეობის აღარ მიღება, რასაც "ევროპული საქართველო" აკეთებს, ამიტომ ჩვენც ვტოვებთ დარბაზს და საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას ერთი პარტიის ხმებით, ძალიან მშვიდად, მიიღოთ ის ცვლილებები, რომლებსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი აზრით, კონსტიტუციის ის პროექტი, რომელსაც მმართველი გუნდი წარადგენს, ქვეყენაში სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს.

„კონსტიტუცია არის თამაშის წესები, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას ქვეყანაში და თუ თქვენ არ მიიღებთ თამაშის წესებს, რომლებსაც არ ეთანხმება არცერთი სხვა მოთამაშე, ვერასდროს ეს წესები ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ ქვეყანას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი აზრით, დღეს „ქართული ოცნება“ ავტოკრატიული სისტემის შექმნას ცდილობს, რადგან პრეზიდენტის დასუსტებით მმართველი ძალის დამაბალანსებელ მექანიზმს აუქმებს.

„2010 წელს რომ ავტოკრატიული სისტემის შექმნა გვდომოდა, გავაკეთებდით ზუსტად იმას, რასაც აკეთებთ დღეს. აღარ იქნებოდა პრეზიდენტის ცალკე არჩევნები და მთელი ძალაუფლება იქნებოდა პრემიერმინისტრის ხელში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ისტორიაში დარჩება, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის მთავრობა.

 „მაოხრებელი გზირი რომ არის სულხან-საბაში, ამის მაგალითი ხართ და 2 ამბავი მაქვს თქვენთვის, ცუდი და კარგი. ეს ყველაფერი თქვენ არ გიშველით, ყველა ვარიანტში გადაგირჩევენ შემდეგ არჩევნებზე, ეს გარდაუვალია, მაგრამ კარგი ამბავიც არის, სახელმძღვანელოებში დარჩებით ისტორიის, იმის მაგალითად, როგორი მთავრობა არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, დიდხანს ემახსოვრებით ყველას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები