ქურდობაში ბრალდებული კახაბერ ლომიძე პროკურატურას მის მოტყუებაში ადანაშაულებს. ბრალდებულის ადვოკატი, ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და პროკურატურას შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო. კახაბერ ლომიძის ადვოკატის თქმით, ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა პროკურორებმა ის აღიარებაზე, 3000-ლარიან გირაოზე და 1 წლიან პატიმრობაზე დაითანხმეს.
ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამომძიებელმა და პროკურორმა კახაბერ ლომიძე მოატყუეს. ახლობლებს კონკრეტულ ანგარიშზე თანხა შეატანინეს და ლომიძე ციხეში მაინც 5 წლით გაუშვეს.
ოჯახს აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ კახაბერ ლომიძე უდანაშაულოა და პროკურატურამ ის ციხეში მოტყუებიT გაუშვა, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა.
ცოტნე ტყებუჩავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მობილური ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს და შემდეგ სამართალდამცველებმა ის ცემეს, რისი სამედიცინო დასკვნაც არსებობს.