საქართველოში აზერბაიჯანელ ინვესტორთა ჯგუფი მილიონ 500 ათას დოლარს კარგავს. ისინი თანხის მითვისებაში ქართველ პარტნიორებს ადანაშაულებენ. გამოძიება კი საქმეზე 3 წელია მიმდინარეობს.
აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს უთხრეს, რომ მათ თანხას ვერ დაუბრუნებდნენ, რადგან ის მიწის საყიდლად გამოიყენეს. ეს ტერიტორია კი გიგი უგულავას საქმეზე პროკურატურის მოწმე გიორგი კაპანაძეს, მეტსახელად რიჟას და ილია კოკაიას ეკუთვნის. აზერბაიჯანელი ბიზნესმენების თქმით, სწორედ ეს ადამიანები მფარველობენ მათ პარტნიორებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” წევრი, ვახტანგ ბერიძე კი აცხადებს, რომ კაპანაძისა და კოკაიას ლობისტი ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეა.
მიწის მფლობელები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ვარაუდობენ, რომ, რომ არა მათი ყოფილი პარტნიორების მფარველები, თანხას უკან უკვე დიდი ხნის წინ დაიბრუნებდნენ.