18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში - ბორდში პოზიციები ორად იყოფა

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული კანონპროექტის ირგვლივ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმება და წარმოდგენილ ცვლილებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ნაწილი, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარე.

გრიგოლ გოგელიას მტკიცებით, კანონპროექტში შეტანილი პუნქტები ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია.

„გამოვდივართ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესიდან. ტენდერების გარეშე იმიტომ, რომ ხარისხთან დაკავშირებული ტენდერი უზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელს ხარისხიანი პროდუქციის შესაძლებლობას,“ - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია.

რადიკალურად განსხვავებულია საბჭოს მეორე ნაწილის მოსაზრება. ისინი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, რეალური გახდება.

„რისკი ჩნდება ამ შემთხვევაში იგივე კორუფციულ გარიგებებთან, საჯარო ფინანსების გაუმჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როდესაც არსებობს ორეტაპიანი ტენდერების სისტემა და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გამოუყენებია ეს სისტემა, სანამ ჩვენ ამ სისტემას არ გამოვიყენებთ, მანამდე საუბარი იმაზე, რომ ორეტაპიანი ტენდერი ცუდია და ჩვენ ამით ვერ მივიღებთ იმას, რისი მიღებაც გვინდა, ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც არ არის გამართლებული,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა სულხან სალაძემ.

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები