18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები - სამოქალაქო სექტორს საბჭოს დამოუკიდებლობის იმედი არ აქვს

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად დანიშნული წევრების უმეტესობა სამოქალაქო სექტორისთვის უცნობია, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ეჭვობენ, რომ საბჭოს გაუჭირდება დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ უმაღლესი საბჭოს ძველმა შემადგენლობამ მოასწრო და ყველა თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატები უკვე დანიშნა.

„საბჭოს ძველმა შემადგენლობამ ფაქტობრივად მოასწრო ყველა თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნა. ამიტომ, ეს პროცესი დიდწილად ჩავლილია, როდესაც ახალი სისხლი უნდა შესულიყო სასამართლო სისტემაში. სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია რამდენიმე ადამიანზე სიიდან არ არის ხელმისაწვდომი, რაც ახლა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რამდენად იქნება ოთხივე ახალი წევრი მოწოდებული, რომ რეალურად დაუპირისპირდეს იმ პრობლემებს, რომელიც სასამართლო სისტემაში არის,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.

ორ დღეში მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს დარჩენილ 4 მოსამართლე წევრს აირჩევს. რის შემდეგაც ასევე კენჭს უყრიან საბჭოს მდივანსაც. საბოლოოდ 15 წევრიან საბჭოს 8 ახალი წევრი შეემატება.

დღის ამბები