პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის ინიცირების პარალელურად, სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ მოსაზრებებს წერილობით გადაუგზავნის.
ე.წ. შეფასების დოკუმენტში, რომელიც იურიდიული კომიტეტისთვის არის განკუთვნილი, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ შენიშვნებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
„ბევრი შეკითხვა და ბევრი საკითხია, რომელიც ძალიან ბუნდოვნად არის გადმოცემული ამ კანონპროექტში, ბუნდოვანია ნაწილი, რომელიც ეხება სტარტაპებს, იმიტომ, რომ გენერალურ დირექტორს აქვს შესაძლებლობა დააფინანსოს რაღაც პროექტები და მე ვფიქრობ, ესეც ცოტა უცნაურია და მეტ განმარტებას ითხოვს,“ - განაცხადა ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კარგავს თავის მთავარ ფუნქციას, ემსახუროს ხალხს.
„იმ პირობებში, როდესაც ბევრი ეჭვები არსებობს იმის თაობაზე, რომ "GDS"-ის სტაფის გადაყვანა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და შესაძლოა მასშტაბური შრომის უფლებების დარღვევაზე ვილაპარაკოთ, ეს ცვლილება და სამეურვეო საბჭოს გაყვანა შრომითი ურთიერთობებიდან ძალიან პრობლემური სფეროა,“ - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი თამთა მიქელაძემ.