18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
საზოგადოებრივი კონსენსუსი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი კონსენსუსის მოლოდინშია. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, არავის უნდა დარჩეს განცდა, რომ ცვლილებები მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერაა ინიცირებული და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს ემსახურება.

„ვენეციის კომისიის დასკვნაშიც არის ეს მითითებული, რომ აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ამ პროცესში, რომ არავის დარჩეს აღქმა, რომ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული ეს ცვლილებები, არამედ ეს არის ნამდვილად საზოგადოების კუთვნილება და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია, რაც შეიძლება მეტი ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში და საზოგადოებრივი კონსენსუსი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები