ქაბულის ბანკთან მანქანა აფეთქდა და 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამის შესახებ The Washington Post წერს.
მოქალაქეები ბანკთან ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა.
New Kabul Bank ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში მდებარეობს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, დაღუპულებს შორის ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობაა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაშავდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ადამიანი ბანკში შეიჭრა.