18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა სათანადოდ არ ხდება - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შშმ პირები დაბრკოლებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, კერძოდ, დასაქმების, ინფრასტრუქტურის, გადაადგილებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

„დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა არ ხდება სათანადოდ. დასაქმების კუთხით არის სერიოზული გამოწვევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის რეალურად, პრობლემები არის თუნდაც იმ გაგებით, რომ ისინი აწყდებიან ყოველდღიურად დაბრკოლებებს, ფიზიკური სივრცის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ეს გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება აქვს, ხოლო მმართველი გუნდი შშმ პირთა პრობლემების მოსაგვარდებლად ქმედით ნაბიჯებს დგამს.

„შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გვრჩება ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ მიზანიმართული პოლიტიკით, ქმედითი ნაბიჯებით, ეს პროცესი დაწყებული გვაქვს ქვეყანაში და განვითარდება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

 

დღის ამბები