ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს სასტუმრო "არმაზის" საქმესთან დაკავშირებით იმსჯელა. პროცესზე ბრალდების სამ მოწმეს მოუსმინეს. მოწმეებმა ისაუბრეს, იყო თუ არა დაცული სასტუმროში უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. სასამართლო პროცესს არც გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის და არც სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. ადვოკატების განცხადებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რომლითაც დასტურდება ზაზა ართმელაძის ბრალეულობა.
ორი წლის წინ, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა.
საქმეში ბრალდებულმა ზაზა ართმელიძემ კი ცოტა ხნის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.