საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ედიშერ ქარჩავა უდანაშაულოდ ცნო. საპატრიარქოს იურისტს 2005 წელს პროკურატურა მისი საპროკურორო საქმიანობისას გამოჩენილ სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა, ათი წლის შემდეგ კი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ქარჩავამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. იურისტი არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მიზნით კომპენსაციაც მოითხოვოს.
„სწორედ უზენაესმა სასამართლომ, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც გამართლებული ვიქენი სრულად ჩემს ადრინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომცა სრული რეაბილიტაციის უფლება და რა თქმა უნდა, ზიანის მოთხოვნის უფლება, წინა ხელისუფლების დროს მიყენებული უკანონო ქმედებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.