გორის მთავარი მოედანი, რომელიც სტალინის ქუჩის შუაშია და სადაც ოდესღაც სტალინის ძეგლიც იდგა, შეიძლება ევროპის მოედანი გახდეს. იდეა გორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს თამარ თედლიაშილს ეკუთვნის და მან საკრებულოს შესაბამისი ინიციატივით უკვე მიმართა.
დიდი ბელადისა და ევროპის თანაარსებობა ვერ წარმოუდგენიათ სტალინისტებსა და კომუნისტებს.
სტალინის მშობლიური ქალაქის მთავარი მოედნიდან ძეგლი 2010 წელს აიღეს. მას შემდეგ, ბელადის დაბადების დღეზე სტალინელებმა რამდენჯერმე სცადეს ბიუსტის დადგმა. როგორ შეხვდებიან ახალ იდეას კომუნისტური პარტიის წევრები, ჯერ არავინ იცის. საკითხზე საკრებულოს კომისიამ მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.
გორელების ნაწილი მოედნისთვის სახელის დარქმევის წინააღმდეგები არ არიან. უფრო ასაკოვნები, ვისაც მოედანზე სტალინის ძეგლი ახსოვს, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას არ ემხრობა.