ქალაქის ისტორიულ უბნებში მაღალსართულიანი კონსტრუქციების მშენებლობა ხელოვნებათმცოდნეების უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა. "პანორამა თბილისის" ავტორებს მათი პროტესტი არ გაუთვალისწინებიათ. მშენებლობა პროექტის ყველა ობიექტზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელოვნებათმცოდნეები აცხადებენ, რომ პროცესი უკანონოა.
მოსამართლე აღნიაშვილმა, "პანორამა თბილისის" პროექტის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი სამშენებლო ნებართვების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა და საქმე გასაჩივრებისთვის აპელაციას გადასცა.
„პანორამა თბილისის“ პროექტზე სასამართლო განჩინება კიდევ ერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების განხილვის თემა. სპეციალისტები, რომლებიც პროექტის დაწყებას პირველივე დღიდან აპროტესტებენ, მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. პარტიზანი მებაღეები პროტესტის შეწყვეტას არც ამის შემდეგ გეგმავენ.
„პანორამა თბილისის“ პროექტის მშენებლობა ძირითადად თბილისის ძველ უბანში მიმდინარეობს.