თანამედროვე ჩინელი არტისტების გამოფენა თბილისში - 40-მდე სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევარი კერძო კოლექციებიდან ახალგაზრდა ფრანგმა კოლექციონერმა შეკრიბა.
მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ხელოვანის ”ქათმის ფინჯანი” ეროვნულ გალერეაში სხვა თანამედროვე ჩინელი ხელოვანების ნამუშევრების გვერდით არის წარმოდგენილი.
20 საუკუნის გამორჩეული ჩინელი არტისტების ნამუშევრების პირველი გამოფენა თბილისში ახალგაზრდა კოლექციონერის ინიციატივით დაიგეგმა.
ეროვნული გალერეა, გამოფენას ”თანავარსკვლავედები”, სამი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.