18 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ფიზიკურად შემეხნენ - შოთა პაკელიანი დაკავების დღეს იხსენებს და კონკრეტულ პოლიციელებს ასახელებს

რა გარემოებებში გაჩხრიკეს ნარკოტიკული საშუალებებისთვის დაკავებული შოთა პაკელიანი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ და დაირღვა თუ არა მისი უფლებები? ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ჩხრეკის ვიდეო მასალა "ლიბერალმა" გაავრცელა, რის შემდეგაც პირველი კომენტარი გააკეთა თავად შოთა პაკელიანმა.

ის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მან დეტალურად გაიხსენა დაკავების დღე და ის სამართალდამცველებიც დაასახელა, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში.

"განყოფილებაში შემიყვანეს, გამაშიშვლეს თავიდან ბოლომდე, გამაკეთებინეს ბუქნი, რა თქმა უნდა ვერაფერი იპოვეს, გადაყლაპული მქონდა. შემდეგ მიდიოდა სიტყვიერი ზეწოლა ჩემზე, რომ მეღიარებინა, რომ რაღაც მქონდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარი ვუთხარი, არ მქონდა არაფერი. შემდეგ შემიყვანეს რაღაც ოთახში, იქ უკვე მიდიოდა სიტყვიერი ზეწოლა ჩემზე, რომ მეღიარებინა, რომ რაღაც მქონდა, რა თქმა უნდა ამაზე უარი ვუთხარი, არ მქონდა არაფერი. შემდეგ შემიყვანეს რაღაც ოთახში. იქ უკვე ფიზიკურად შემეხნენ. თამაზ თამაზაშვილიც იქ იყო რა თქმა უნდა. გურამ კასრაძე იყო, ვინც დამაკავა და ამ ცემაში და არაადამიანურ მოპყრობაში იღებდა მონაწილეობას და ასევე ქიტოშვილი," - იხსენებს პაკელიანი. 

შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ადვოკატი და რამდენიმე კანონდარღვევაზეც მიუთითებს.

 

დღის ამბები