18 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი - პატრიარქი

"მე ცუდი არფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი" - ამის შესახებ პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

პატრიარქის განცხადებით, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა და ცნობილი გახდება ვის აწყობდა "ეს პროვოკაცია". 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება. გავიგებთ სიმართლეს, ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი,“-აცხადებს პატრიარქი. 

ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქთან შეხვედრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა ილია მეორეს მისი თავდებობით საქმის გამოძიების დასრულებამდე დეკანოზის თავდებით გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც პატრიარქთან შეხვედრისას დეკანოზის ძმამ განაცხადა, საქმეზე სიმართლის დადგენას თვეები სჭირდება, ციხეში ყოფნა კი როგორც მამა გიორგისთვის ასევე მისი ოჯახისთვის დამთრგუნველია. თორნიკე მამალაძის თქმით, შესაძლებელია, რომ თავდების პირობებში მამა გიორგი მამალაძე ან მონასტერში ან პატრიარქთან იყოს. თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომების ღიაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"შეწყალებას ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ არ ვითხოვთ საქმის შეჩერებს, ჩვენ გვსურს რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. ეს საქმე ჩვენი ოჯახის და ეკლესიის დისკრედიტაციას ეხება. აქედან გამომდინარე ჩვენ საქმის შეწყვეტას არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ თქვენო უწმინდესობავ, სხდომები რაც დღეს იმართება, ეს იყოს საჯარო," - აცხადებს თორნიკე მამალაძე. 

თორნიკე მამალაძის თხოვნაზე საქართველოს პატრიარქს არ უპასუხია. საუბარი მამალაძის ოჯახსა და მეუფე თეოდორეს შორის გაგრძელდა, იმ განცხადებებთან მიმართებაში, რომელიც ოჯახის მხრიდან კეთდება. 

მეუფე თეოდორე აცხადებს, რომ უნახავს სხვადასხვა პირობით გათავისუფლებული პატიმრები, მაგრამ არავინ უნახავს თავდებით გათავისუფლებული.  

საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან პატრიარქის შეხვედრის ამსახველი აუდიო მასალა გაავრცელა.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. 

 

დღის ამბები