18 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ევროსასამართლოს სტანდარტის მიხედვით, ღირსების შემლახავი მოპყრობა - შოთა პაკელიანის ადვოკატი

სკანდალური საქმე - ვიდეო კადრები, სადაც პოლიციელების მხრიდან შესაძლოა ადამიანის წამებასთან გათანაბრებული ქცევა იკვეთება. ისანი-სამგორის სამმართველოს, პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა, "ლიბერალმა" გაავრცელა. კადრები შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ, მისი ჩხრეკის პროცესს ასახავს, სადაც ჩანს რომ დაკავებულს პოლიციელები გარეშე პირების თანდასწრებით აშიშვლებენ და ჩხრეკენ.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს, ნარკოტიკული საშუალების შენახვა - მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. დაკავებული პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა.

თავად შოთა პაკელიანის ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ ამ კადრებით უკვე დადასტურებულად შეიძლება საუბარი თუ რა სახის გადაცდომას ჰქონდა ადგილი.

”კანონი ამბობს, რომ გაშიშვლებით ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ერთი და იგივე სქესის პირების მიერ და ეს პირები აუცილებლად უნდა იყვნენ ამ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები, ანუ რეალურად ისინი, ვინც ახორციელებენ ჩხრეკას. აქ ჩვენ ვხედავთ კადრში, რომ სამი სრულიად, პოლიციის თანამშრომელიც კი არ იყვნენ ისინი. ის ადამიანები ხედავდნენ და ესწრებოდნენ ამ პროცედურას, რომელიც პროცედურაც არ არის რეალურად, იმიტომ, რომ არანაირი დოკუმენტი არ შედგენილა ამის შემდეგ. ღირსების შემლახველ მოპყრობად მინიმუმ, აუცილებლად ფასდება. არასათანადო მოპყრობა არის ცხადია, უფრო კონკრეტულად არის ღირსების შემლახავი მოპყრობა, ევროსასამართლოს სტანდარტის მიხედვით,“ - განაცხადა  შოთა პაკელიანის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

დღის ამბები