თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. დეპუტატი მისი ოჯახის შეურაცხყოფისათვის, მორალური ზიანის სანაცვლოდ presa.ge-სგან 5 ათას ლარს ითხოვდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში ჟურნალისტებს ბესელიას შვილის, რატი მილორავასთვის, მკვლელობაში მონაწილეობა არ დაუბრალებიათ.