18 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
როსტომაშვილზე თავდასხმის საქმე - "კურიერის" ექსკლუზიურ კადრებს შსს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ქუთელია თავდასხმამდე 20 წუთით ადრე სპორტდარბაზშია დაფიქსირებული. 

უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ზურაბ ქუთელია, დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

უწყებაში აცხადებენ, რომ "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

"რაც შეეხება 2017 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, თითქოს დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ "საკემატაში" იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე.

"აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერარდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელბულ განცხადებაში. 

დღის ამბები